აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპირგამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა."მიმდინარე წლის შემოდგომაზე მზად იქნება პროექტი, რომლის განხორციელების შემდეგ აჭარის სანაპირო ზოლის მუდმივად გამაგრება იქნება შესაძლებელი",– აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ.
სანაპირო სულ 6 კილომეტრიან მონაკვეთზე უნდა გამაგრდეს.სამუშაოებს სააქციო საზოგადოება "თბილისი" აწარმოებს, კომპანია ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ასი ათას კუბურ მეტრ ინერტულ მასალას ჩაყრის, რისთვისაც 420 ათასი ლარი გაიხარჯება.