Feedback Sitemap Home

 

 

 
ძიება
Visitor(s): 101385
Today: 3
 

 

 Untitled Document
 საქართველოს პრეზიდენტმა შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმის ახალი შენობა გახსნა  

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმის ახალ შენობა გახსნეს. "ჩვენ თანამედროვე სკოლების ქვეყანა, თანამედროვე განათლების ინფრასტრუქტურის ქვეყანა ვხვდებით. ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია, რათა მასწავლებელმა და ბავშვმა თავი კარგად იგრძონონ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ლიცეუმის ახალ კორპუსში სასწავლო კლას-კაბინეტები, ლაბორატორიები და სპორტული დარბაზები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაკეთდა. ლიცეუმში დაწყებითი კლასებიც ფუნქციონირებს.

მიმდინარე სასწავლო წელს შაჰინის სახელობის ლიცეუმში 500-მდე მოსწავლე და 180 პედაგოგი ჰყავთ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ლიცეუმმა ადგილმდებარობა შეიცვალა და სასწავლო პროცესს ამიერიდან ბაგრატიონის №117 ნომერში გააგრძელებს.
 
<< უკან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროტოკოლისა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

ინფორმაციულ-ტექნოლოგიური განყოფილება
Copyright © 2004-2009 - All rights reserved.