აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე რუმინეთის ელჩს საქართველოში დან მიხაილ ბარლიბასა და ელჩის მრჩეველს კორნელიო კალისტროს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს შეეხო. მიმდინარე წლის მაისში რუმინელი და ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობით ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ასევე განიხილეს სავაჭრო და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებიც.
ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელმა რეგიონში სხვადასხვა ბიზნეს პროექტში ფინანსური მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა.
რუმინეთის ელჩი დან მიხაილ ბარლიბა აჭარაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ბასის მოწვევით იმყოფება. რუმინელმა დიპლომატმა უკვე დაათვალიერა ბათუმის პორტში შემოსული ამერიკული სამხედრო ხომალდი “ჯონ ჰოლი”, რომელიც აჭარაში რამდენიმე დღის წინ შემოვიდა.