Feedback Sitemap Home

 

 

 
ძიება
Visitor(s): 101385
Today: 3
 

 

 Untitled Document
 ლევან ვარშალომიძე ჯონ ბასს შეხვდა  

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ჯონ ბასს შეხვდა.

ჯონ ბასის განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა რეგიონში ვიზიტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო.

შეხვედრა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. მხარეებმა რეგიონის განვითარების საკითხებზე, ამ მიმართულებით უკვე მიმდინარე პროცესებზე და კერძო ინვესტიციებზე ისაუბრეს.

ელჩის განცხადებით, ამ და რეგიონისთვის მნიშვნელოვან სხვა თემებზე სასაუბროდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს მომავალშიც არაერთხელ შეხვდება.


 
<< უკან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროტოკოლისა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

ინფორმაციულ-ტექნოლოგიური განყოფილება
Copyright © 2004-2009 - All rights reserved.