ქობულეთის რაიონი
ზღვის დონიდან 10 მეტრზე მდებარეობს.
ფართობი - 720 კვ.კმ
მოსახლეობა - 90 934 კაცი (85% ქართველი)
საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 13-15oC
ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში - 2500-3000 მმ
კლიმატი - სუბტროპიკული
ცენტრი - ქალაქი ქობულეთი
რაიონი მდებარეობს
საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ჩრდილოეთ ნაწილში. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება ოზურგეთის რაიონი. რაიონული
ცენტრი - ქ. ქობულეთი განფენილია უშუალოდ შავი ზღვის სანაპიროზე.
ქობულეთის
რაიონი მოიცავს 1 საქალაქო, 2 სადაბო და 17 სასოფლო საკრებულოს. რაიონში
არის 48 სოფელი. ქართველების გარდა აქ 24 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი
ცხოვრობს.
ქობულეთი გამორჩეულია თავისი ტრადიციებით, სტუმართმოყვარეობით, კლიმატური ადგილებით,
რბილი სუბტროპიკული ჰავით, იონიზირებული ზღვის ჰაერით, მცხუნვარე მზითა და თბილი
ზღვით.
უნიკალურია წვრილქვიშიანი ფართო პლაჟი, რომელიც დამრეცად ეშვება ზღვისკენ, განსაკუთრებული
ხედებით გამოირჩევა ცადაწვდენილი ენდემური ფიჭვის, ევკალიპტის, ბამბუკის, კიპარისის
კორომებით, ფინიკისა და ქოქოსის პალმებით...
თავისი ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულია კინტრიშის უნიკალური ნაკრძალი; თიკერის
აღკვეთილი თავისი ფლორითა და ფაუნით; იშვიათი მცენარეებით სავსე ისპანის ჭაობი...
ქობულეთი განსაკუთრებით მდიდარია ქვის ხანის, ადრე ფეოდალური და ანტიკური არქეოლოგიური
ძეგლებით, რაც ძველ კოლხეთსა და საერთოდ აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრის წარმოქმნას ადასტურებს.
რაიონისთვის დამახასიათებელია ნიადაგების მრავალფეროვნება: ზღვისპირა დაბლობში
ტორფ-ჭაობიანი ნიადაგებია, ხეობებში ალპური ქანები, გორაკ-ბორცვებიან ზოლსში გავრცელებულია
წითელმიწა ნიადაგები, ხოლო უფრო მაღალ ადგილებში გაეწრებული ნიადაგებია, სადაც
კარგად ხარობს სუბტროპიკული კულტურები.
ქობულეთი მდიდარია მდინარეებით, რომელთა შორის აღსანიშნავია კინტრიში, ჩაქვისწყალი,
აჭისწყალი, ოჩხამური, აჭყვა, დეხვა და სხვა.
ქობულეთის ცენტრალური პარკის ტერიტორია შეადგენს 6,0 ჰექტარს, სადაც 2004 წელს
აღსდგა ატრაქციონები, გასართობი ობიექტები და აუზები, დაირგო და შეივსო მწვანე
ნარგავები.
რაიონში მოქმედებს 11 ეკლესია (13 მშენებარეა) და 2 მეჩეთი; 4 სკვერი; 15 სასტუმრო;
რესტორნები და კაფეები; სამშობიარო სახლი; საავადმყოფოები და ამბულატორიები. საკურორტო
სეზონზე კერძო სასტუმროები, დასასვენებელი სახლები და ინდივიდუალური სახლების
მეპატრონეები ღებულობენ და ემსახურებიან 100 000-მდე დამსვენებელს.
მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.
რაიონის ეკონომიკა განპირობებულია სამეწარმეო სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის
განვითარებით.
მისამართი:
ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის გამზ., 41
ტელ/ფაქსი: 8 236 67216
რაიონის გამგებელი -
E-mail: Kobuleti@adjara.gov.ge
|