ლევან
ვარშალომიძე
დაიბადა 1972 წლის 17 იანვარს ქ. ბათუმში.
1989 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის №6 საშუალო სკოლა.
1994 წელს - ქ. კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის საერთაშორისო
სამართლის ფაკულტეტი, იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხით.
1994-1999
წლებში სწავლობდა ქ. კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ინსტიტუტის ასპირანტურაში. მინიჭებული აქვს იურიდიულ მეცნიერებათა
კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი სპეციალობით სამოქალაქო სამართალი
და სამოქალაქო საპროცესო სამართალი; საოჯახო სამართალი; საერთაშორისო
კერძო სამართალი.
1998-2000
წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივ
დეპარტამენტში ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსად;
2000-2002
წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის
თავმჯდომარედ;
2002
წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროში იურიდიული
დეპარტამენტის დირექტორად;
2002
წლის მარტიდან საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში
საერთაშორისო კერძო სამართლის განყოფილების მეცნიერ-მუშაკად.
2002-2004
წწ. - სოლიდარული პასუხუსმგებლობის საზოგადოების "დამენია, ვარშალომიძე, ნოღაიდელი და ქავთარაძე" პარტნიორია;
2004
წლის იანვრიდან დაინიშნა შპს "საქართველოს რკინიგზის" გენერალურ დირექტორად.
2004 წლის 5 მაისს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად აჭარის ავტონომიურ
რესპუბლიკაში.
2004
წლის 20 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარედ.
საქართველო,
6010, ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას, 9
ტელ: 888 222 72006
ფაქსი:888 222 77300
ელ-ფოსტა: Lvarshalomidze
at adjara.gov.ge |