თორნიკე რიჟვაძე: მინდა მოსახლეობას მადლობა გადავუხადო, ვინაიდან ბოლო დღეებში განსაკუთრებით ვგრძნობთ მათ გვერდში დგომას

28 სექტემბერი, 2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა და გაკეთდა განცხადებები.

სექტემბრის თვეში, აჭარაში 415 კოვიდინფიციერბული პირი გამოჯანმრთელდა, დღეს ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად კოვიდსასტუმროებიდან და კოვიდკლინიკებიდან შესაბამისი სამედიცინო შემოწმების შემდეგ, გაეწერა 400-ზე მეტი პირი.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით ვითარება არის რთული, თუმცა არის აბსოლუტურად მართვადი, ვინაიდან არც ერთი პაციენტი აჭარაში არ არის ძირითადი სამედიცინო სერვისის გარეშე.

,,აბსოლუტურად გავმართეთ როგორც ცხელი ხაზი, ასევე რეაგირების მექანიზმები, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთეული არსებული ხარვეზები მინიმუმამდე დავიყვანოთ.

მინდა მოსახლეობას მადლობა გადავუხადო, ვინაიდან ბოლო დღეებში ჩვენ განსაკუთრებით ვგრძნობთ მათ გვერდში დგომას. ჩვენ მოგვიწია დროებითი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება, თუმცა მოქალაქეები გაგებით ეკიდებიან და მადლობას ვუხდი მათ. ზუსტად ჩვენს ერთიანობაზე არის დამოკიდებული, თუ რამდენად მალე დავასტაბილურებთ არსებულ მდგომარეობას“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიმდინარეობს ინტენსიური მიზნობრივი ტესტირება და გარდა ამისა PCR ტესტირება ხორციელდება ბათუმის ორ პოლიკლინიკაში. PCR ტესტირება ასევე ტარდება ცხელების ცენტრებში, სტაციონარებში, სასაზღვრო პუნქტებზე, კარანტინებში. რეგიონში მოსახლეობის მხრიდან მომატებული მომართვიანობიდან გამომდინარე, გაძლიერდა ცხელი ხაზი - 144.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
402829301234
41567891011
4212131415161718
4319202122232425
442627282930311
452345678

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები