თორნიკე რიჟვაძე: როგორც სამედიცინო სექტორი, ასევე მთლიანად სამთავრობო ვერტიკალი მზად არის ეფექტურად მართოს ეპიდვითარება

14 სექტემბერი, 2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით აჭარაში კორონავისურთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ შეჯამდა რეგიონში არსებული ვითარება და გაკეთდა განცხადებები მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

,,სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი. როგორც სამედიცინო სექტორი, ასევე მთლიანად სამთავრობო ვერტიკალი მზად არის, ამ მზარდი რისკების ფონზე, ეფექტურად მართოს პროცესი. ჩვენ ხელმისაწვდომი გავხადეთ გაფართოებული ტესტირება ყველა მოქალაქისთვის. შესაბამისად, კოვიდინფიცირების გამოვლენა ხდება სწრაფად.

აჭარაში ჰოსპიტალური სექტორი გაფართოვდა და მობილიზებულია 350-ზე მეტი საწოლ-ფონდი, ლაბორატორიების სიმძლავრე არის შესაბამისი. ამოქმედდა დამატებითი პროტოკოლები და ხდება მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების მართვა ე.წ. კოვიდ-სასტუმროებში. ჩვენ ამ მიზნით უკვე დავაკონტრაქტეთ დაახლოებით 400 ნომერზე მეტი და ეს მოგვცემს საშუალებას განხორციელდეს შესაბამისი სტაციონარული და სტაციონარის შემდგომი სერვისები“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

მომატებული ეპიდ-რისკების გათვალისწინებით აჭარაში სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

,,დღეს ოპერატიულ ფორმატში, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მსგავსად აჭარის 3 მუნიციპალიტეტისა, როგორიცაა ხელვაჩაური, ქობულეთი, ბათუმი, სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება მაღალმთიან აჭარაშიც, ხულოში, შუახევსა და ქედაში.

განათლების სამინისტრო მუშაობს, რომ სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს როგორც ტექნიკური, ასევე ინფრასტრუქტურული სიმძლავრეები სკოლებში და სკოლების უდიდესი ნაწილი მზად არის, რომ საკლასო ოთახში განახლდეს სწავლა. თუმცა, მომატებული ეპიდ-რისკების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში სწავლა საკლასო ოთახებში 1 ოქტომბრიდან, ხოლო დისტანციურად 15 სექტემბრიდან დაიწყება.

რამდენიმე დღეში, ველოდებით აჭარაში და ბათუმში ინფიცირების შემთხვევების შემცირებას“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, არ განიხილება აჭარის, ბათუმის ჩაკეტვა ან კარანტინის დაწესება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
5328293031123
0145678910
0211121314151617
0318192021222324
0425262728293031
051234567

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები