თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ბიზნესს დამატებით 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა

26 აგვისტო, 2020

აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა პანდემიის პირობებში ბიზნესის ხელშეწყობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც ბიზნესისთვის პანდემიით გამოწვეული რთული პერიოდის შემსუბუქებაა. შედეგად, ბიზნესს მიეცემა 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი მთავრობასთან ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად.

„პანდემიის ფონზე, აქტიური გამოწვევის წინაშე დგას ბიზნესი და კერძო სექტორი. ჩვენ, როგორც მთავრობა, ასევე ეკონომიკური გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ მოხდეს იმ რეალიების გათვალისწინება, რომელიც ბიზნესს მისცემს საშუალებას განაგრძოს საქმიანობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და შემდეგ შექმნა“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით რეგისტრაციის შესახებ და აღნიშნა, რომ რეგისტრაციის და მოქალაქეებთან უკუკავშირის პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. თურქეთში საზღვრის კვეთის ნებართვაზე დადებითი პასუხი უკვე 2316 ზე მეტმა პირმა მიიღო. თურქეთის მიმართულებით საზღვარი უკვე 1333 - ზე მეტმა მოქალაქემ გადაკვეთა.

თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე ხაზი გაუსვა ბათუმსა და ქობულეთის ბულვარში მიმდინარე უფასო PCR ტესტირების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ წარმართვისა და პრევენციის მიზნით ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები