პოპულარული შეფმზარეულები აჭარაში კულინარიულ მასტერკლასებს ჩაატარებენ

26 აგვისტო, 2020

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრადიციული, აჭარული კერძების პოპულარიზაციისა და მათი კვების ობიექტებში  დანერგვის მიზნით მზარეულებისთვის კულინარიულ მასტერკლასებს გეგმავს. პროექტი, რომელშიც პოპულარული შეფმზარეულები ჩაერთვებიან ლაზური, ქობულეთური და მთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი კერძების წარმოჩენას, ასევე ტურისტული სერვისის მიმწოდებლებისთვის სახელმძღვანელო ვიდეორგოლების შექმნას ისახავს მიზნად.

 

მასტერკლასები ქობულეთში, სარფსა და მთიანაჭარაში ტურისტულად მიმზიდველ ადგილას ღია სივრცეში ჩატარდება, სადაც თავდაპირველად ეთნოლოგი სტუმრებს კუთხისთვის დამახასიათებელ სამზარეულოს გააცნობს, რის შემდეგაც მომზადდება კერძები და ჩატარდება მისი სერვირების მასტერკლასი. იგეგმება მასტერკლასების შესახებ თემატური ვიდეორგოლებისა და ფოტორეცეპტების შექმნა, რომლებიც ნებისმიერი მსურველისთვის ონლაინ, ახალ ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი. მასტერკლასებს აჭარაში მოქმედი კვების ობიექტების, საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები და გიდები დაესწრებიან.

 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
17262728293012
183456789
1910111213141516
2017181920212223
2124252627282930
2231123456

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები