სეზონური სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში გაიხსნა

26 აგვისტო, 2020

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბათუმის IX სეზონური სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში გაიხსნა. სეზონური სკოლის თემაა „ციფრული რუსთველოლოგია“, ხოლო მიზანი „ვეფხისტყაოსნის“ მულტილინგვური პარალელური კორპუსის“ შექმნა. რუსთაველის პოემა ქართველების სავიზიტო ბარათია, რომელიც 55 ენაზეა ნათარგმნი, ზოგიერთ ენაზე კი – არაერთხელ. ამგვარად, კვალიფიციური ახალგაზრდა კადრების მომზადება დიგიტალური ქართველოლოგიის უმთავრესი ამოცანაა. თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს გაუძღვებიან ევროპასა და საქართველოში მოღვაწე მეცნიერები, დარგის ცნობილი ექსპერტები და ახალგაზრდა სპეციალისტები. სალექციო კურსი მიეძღვნება დიგიტალური ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის, როგორც ახალი მიმართულების განსაზღვრას და თეორიული ჩარჩოს ჩამოყალიბებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება კვლევის თანამედროვე მეთოდების ათვისებას, დიგიტალურ ქართველოლოგიაში და კავკასიოლოგიაში მულტიდისციპლინური რესურსების შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტების გაცნობა-ათვისებას (მულტიმედიური ფორმატის ფაილები EAF და FLEX, ფორმატი XML). საგანგებო ყურადღება დაეთმობა დიგიტალური ქართველოლოგიის მიღწევებისა და განვითარების პერსპექტივებს; აგრეთვე, აღნიშნული პროფილის ქართული და საერთაშორისო ელექტრონული რესურსების (ARMAZI, ECLinG, CauPal, SSGG, GeoPal, GDC, GNC, DigiArchive, Spoken BNC2014, ELDP–SOAS) სტუდენტებისათვის გაცნობას.

სეზონური სკოლა დაფინანსებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები