თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

12 აგვისტო, 2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს რეგიონული ახალგაზრდული ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდული პოლიტიკის და სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფორუმში მონაწილეებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა.

,,დღეს ბათუმი მასპინძლობს მნიშვნელოვან ახალგაზრდულ ფორუმს.  როგორც რეგიონისთვის, ისე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს სტრატეგია, პოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს განვითარების მეტ შესაძლებლობებს“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ფორუმი აჭარისა და გურიის რეგიონებს აერთიანებს და მისი მიზანია „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“-ის განხილვა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართვა.

ფორუმის ფარგლებში აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ახალგაზრდობის სააგენტომ ახალგაზრუდული სტრატეგიის დოკუმენტი წარადგინა.

ღონისძიებას საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის საბჭოს, UNICEF საქართველოს, ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიმდინარეობისას ახალგაზრდობის სააგენტოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის UNFPA–ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები