ქუჩის მხატვრობის ვორქშოპი ბათუმში

11 აგვისტო, 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული „თავისუფალი პროექტების საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში 3 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა, რომელთა შორის ერთ-ერთია „ქუჩის მხატვრობის ვორქშოპი“.

ღონისძიებას ბათუმელი არტისტი იოსებ ჯორბენაძე უძღვება. ვორქშოპში მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ ფერადი და კონცეპტუალური კედლების შექმნაში, იხილონ უნიკალური Street Art ტექნიკა, დაეუფლონ სპრეი/პულივიზატორით ხატვის ხელოვნებას და იზრუნონ ქალაქის კულტურულ იერსახეზე.

სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმში, ბაქოს ქუჩაზეთევზის ბაზრობის წინ. პროექტის ფარგლებში ჯამში 200 კვ.მ. მოცულობის კედელი მოიხატება. აღნიშნული პროექტი სამინისტროს მიერ 14 450 ლარით დაფინანსდა. 

მომდევნო მასტერკლასი მიმდინარე წლის 15 აგვისტოს ჩატარდება. ვორქშოპში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://www.facebook.com/103911977800228/posts/184929903031768/?sfnsn=mo

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები