თორნიკე რიჟვაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის დროებით საქმეთა რწმუნებულს შეხვდა

10 აგვისტო, 2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე კორეის რესპუბლიკის  საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულს საქართველოში, დაესუ ჩანგს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა   დეასუ ჩუნგს აჭარაში ვიზიტისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას და დადებით დინამიკას ეკონომიკის, განათლების, კულტურის, გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სფეროებში.

დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხარისხი და ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით მზარდ დინამიკაზე და სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელობაზე როგორც ქვეყნის, ისე რეგიონულ დონეზე. 
 
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სამხრეთ კორეის მხარეს  არსებული პანდემიის პერიოდში საქართველოს მხარდაჭერისთვის.  დადებით კონტექსტში შეფასდა  საქართველოს მხრიდან განხორციელებული ღონისძიებები COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეხვედრაზე ბატონმა ჩანგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორეაში იზრდება ინტერესი საქართველოს, კერძოდ კი აჭარის, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების მიმართ. 
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას კორეის რესპუბლიკის საელჩოს პოლიტიკისა და ეკონომიკის ატაშე ბაიონ სენგვუ და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები