თორნიკე რიჟვაძე - ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ოკუპაციის წინააღმდეგ არ დასრულებულა

08 აგვისტო, 2020


2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 8 აგვისტოს გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

 ,,ქედს ვიხრი სამშობლოსთვის დაცემული ყველა გმირი ჯარისკაცის, სამოქალაქო პირის, მათი ოჯახების წინაშე. ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ არ დასრულებულა. ჩვენი, თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქის ვალია გააგრძელოს ეს ბრძოლა რომელიც უნდა იყოს თანმიმდევრული, პრაგმატული. ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ, რომ ჩვენი ერთად დგომით დავძლიოთ ეს უდიდესი გამოწვევა რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაეშვა. ღონისძიებას აჭარიდან აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები, მინისტრები და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატები, ბათუმის მერიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები