ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

06 აგვისტო, 2020

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ჯემალ სურმანიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა, მათ შორის, დაბა ოჩხამურის დაწყებითი სკოლის მშენებლობა, რომელიც დასასრულს უახლოვდება. წლების განმავლობაში მოსწავლეები ძველი ხის სკოლაში სწავლობდნენ. სკოლაში არ იყო შესაბამისი პირობები და სველი წერტილიც შენობისგან მოშორებით იდგა, რომელიც ასევე ცუდ მდგომარეობაში იყო. მინისტრის პირველმა მოადგილემ ზედა სამების სკოლის რეაბილიტაციაც მოინახულა, რომელიც კარგი ტემპით და მაღალი ხარისხით სრულდება. სკოლას უტარდება სრული რეაბილიტაცია. ამ შემთხვევაშიც სველი წერტილი შენობის გარეთ იყო და ახალი პროექტის მიხედვით იგი შენობაში მოეწყობა. სკოლის ტერიტორიაზე განთავსდება ღია სპორტული მოედანიც. 

მიმდინარე წელს სამინისტროს მიერ რეგიონში სულ 47 სკოლაში განხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის, შენდება 10 სკოლა სპორტული და სააქტო დარბაზებით და 2 ცალკე მდგომი სპორტული დარბაზი. ასევე აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა სკოლაში მიმდინარეობს სველი წერტილების მოწესრიგება, რათა სრულად იქნას შესაძლებელი ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის რეკომენდაციების დაცვა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები