თორნიკე რიჟვაძე ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

04 აგვისტო, 2020

ბათუმში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დასასრულს უახლოვდება ხიმშიაშვილის დასახლების, ინასარიძის ქუჩიდან კობალაძის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
აღნიშნულ სამუშაოებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი გაეცნენ.

,, როგორც ხედავთ, აქ ინფრასტრუქტურული პროექტები დასკვნით ფაზაშია. შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს და ვპირდებით, რომ თვის ბოლოსთვის ყველა სამუშაო დასრულდება. დღეს დაიგება ბოლო მონაკვეთი და შემდეგ უკვე მოხდება ახალი სკვერების და სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობა. ყველა ის პროექტი, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველ რიგში ბათუმელებისთვის და ასევე, ჩვენი ტურისტებისთვის.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კორექტირებული ბიუჯეტის ფარგლებში, 10 მილიონი ლარის კაპიტალური ტრანსფერი გამოგვეყო ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის. რაც ნიშნავს, რომ არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერდება და უკვე დაგეგმილ პროექტებს დაემატება რამდენიმე ათეული ახალი პროექტი ‘’ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა სანიაღვრე არხის და ტროტუარების მოწყობა, დამონტაჟდა ბორდიურები და გარე განათების ბოძები. დასრულების ეტაპზეა ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს აღემატება.

აღნიშნული ბიუჯეტი ასევე მოიცავს ჟილინის არხის მიმდებარე ტერიტორიისა და ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას, ტბელ აბუსერიძისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები