თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

01 აგვისტო, 2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

შუახევში, დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში, მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დაბის ქუჩების კეთილმოწყობას. პროექტის ფარგლებში ეწყობა საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები, საფეხმავლო ბილიკი. დამონტაჟდება გარე განათება. პროექტით გათვალისწინებულია დასასვენებელი პარკის, ფანჩატურის და ეზოების კეთილმოწყობა.

აქტიურად მიმდინარეობს ზამლეთი-ხიხაძირის მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკვე დასრულდა ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტების, სანიაღვრე მილების, საყრდენი კედლების მოწყობა და მიმდინარეობს ორფენიანი ასფალტ-ბეტონის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები.

აღნიშნული გზით ხულოს მუნიციპალიტეტი უკავშირდება სხალთის ხეობას, რაც ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
17262728293012
183456789
1910111213141516
2017181920212223
2124252627282930
2231123456

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები