საქართველოს მოქალაქეები, დამსაქმებლისგან 3 თვიანი მოწვევის საფუძველზე, შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას - თორნიკე რიჟვაძე

27 ივლისი, 2020

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება იმ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჰქონდათ სურვილი თურქეთის რესპუბლიკაში დასაქმებულიყვნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

,,მოქალაქეები და მათ შორის აჭარის მაცხოვრებლები დამსაქმებლისგან სამთვიანი მოწვევის საფუძველზე შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას. უკან დაბრუნებისას ჩვენი მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან გაიარონ საკარანტინო რეჟიმი. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია ექვემდებარება კონტროლს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს მოძრაობა საზღვარზე, მათ შორის სამუშაო მიზნებით, ხდებოდეს კონკრეტული საფუძვლების და გარემოებების გათვალისწინებით“.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
5328293031123
0145678910
0211121314151617
0318192021222324
0425262728293031
051234567

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები