ევროპული არდადეგები ბათუმში

23 ივლისი, 2020

დღეს აჭარამ სემინარს „ევროპული არდადეგები“ უმასპინძლა. პროექტის ფარგლებში, ფოთში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებისთვის, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი ჩატარდა. სემინარის გახსნაზე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებმა მიმართეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

,,დღეს ბათუმმა უმასპინძლა სემინარს „ევროპული არდადეგები“. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივებს ახალგაზრდები კარგად იცნობდნენ და ჩართულები იყვნენ აღნიშნულ პროცესებში.
გავეცანით ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. დასრულდა ტენდერი ფრანგი მებაღის, დალფონსის აგარაკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შესყიდვაზე.
არსებული გამოწვევების მიუხედავად, ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს მასპინძლობს და დარწმუნებული ვარ, მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საგანმანათლებლო პროექტში 300-მდე დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობს. პროექტი საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი კომპონენტებისგან შედგება. მისი მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, მათი ჩართულობის გაზრდა აღნიშნულ პროცესში. ასევე, ახალგაზრდებისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტურისტული პოტენციალის, ღირსშესანიშნაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.

დღევანდელ სემინარში ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები