სტიქიის შედეგად დაზარალებულ 900-ზე მეტ ოჯახს კომპენსაცია მიეცემა, მეციტრუსე-ფერმერები სუბსიდირებით ისარგებლებენ - თორნიკე რიჟვაძე

30 ივნისი, 2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მაღალმთიან აჭარაში დასრულდა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შესწავლა. სულ დაზარალებულად ჩაითვალა 900-ზე მეტი ოჯახი, რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა.

„გასულ კვირას სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და შესაბამისმა თვითმმართველობებმა მაღალმთიან აჭარაში ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებული ოჯახების აღწერა ძალიან ოპერატიულად მოახდინეს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 900-ზე მეტ ოჯახს, ფერმერს მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია და მათ აუნაზღაურდებათ ის ზარალი, რომელიც მიადგათ“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა მეციტრუსე ფერმერებზე, რომლებიც არასტანდარტული ნაყოფის სუბსიდირებით ისარგებლებენ. „ჩვენ წელს ბიუჯეტში, შესაბამისი კორექტირების დროს უკვე გავითვალისწინებთ მეციტრუსეების პრობლემებს. გათვალისწინებული იქნება შესაბამისი სუბსიდირების საბიუჯეტო მუხლი, რომელიც მოგვცემს საშუალებას ნარინჯისფერი რთველი წელსაც წარმატებით ჩავატაროთ“ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები