მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

29 ივნისი, 2020

მეზღვაურთა საერთაშორისო დღის ფარგლებში საზღვაო დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სტუმრებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელიმა თამარ იოსელიანმა მიმართეს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა პანდემიასთან ბრძოლაში მეზღვაურების მიერ შეტანილი წვლილი. სწორედ მათი დამსახურებით მსოფლიო ლოჯისტიკურ ჯაჭვში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარაგების მიწოდება არ შეწყვეტილა. შექმნილი უპრეცედენტო ვითარების გამო მსოფლიოს მასშტაბით 300,000-მდე მეზღვაური ელოდება სამშობლოში დაბრუნებას, ხოლო მილიონამდე მეზღვაური - გემზე დასაქმებას.

პანდემიის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთიანი ძალისხმევით დღემდე 1000-ზე მეტი ქართველი მეზღვაურის სამშობლოში დაბრუნება და გემზე შეცვლა განხორციელდა.

„მეზღვაური საკვანძო პროფესიაა!“ - ამ სლოგანით წარმართავს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) 2020 წლის კამპანიას და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ მეზღვაურებს და თავისი წვლილი შეიტანონ მათ როტაციაში.
საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, ვინც ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოწოდებას და 15 ივნისს მეზღვაური - “საკვანძო პროფესიად“ გამოაცხადა.

დღეს ქვეყანა მხარდაჭერას უცხადებს ყველა მეზღვაურს, განურჩევლად მოქალაქეობისა.

დღევანდელ ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღვაწლმოსილი მეზღვაურები დააჯილდოვეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კერძო სექტორთან ერთად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის და სხვა საზღვაო სასწავლებლების 10 სტუდენტს 2020-2021 სასწავლო წლის საფასურს დაუფინანსებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები