ღია კონკურსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად

24 ივნისი, 2020

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევად ღია კონკურსის ჩატარების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2020 წლის 22 ივნისის N286 ბრძანების საფუძველზე ცხადდება ღია კონკურსი უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აქვს უმაღლესი განათლება, არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით საკონკურსო კომისიის სამდივნოს უნდა წარუდგინოს საკონკურსო განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: კანდიდატის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი) სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:
ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი; 
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;
გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის - თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; 
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი;
ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია;
ვ) არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება);
თ) ხელწერილი, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამისობას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-13 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან. 

საბუთების მიღება წარმოებს 2020 წლის 25 ივნისიდან 2020 წლის 8 ივლისის ჩათვლით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის  წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის სამდივნოში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციული შენობა, მის: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. N9). თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდება თითოეულ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატის წარდგენა, კონკურსი გაგრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება თითოეულ ვაკანსიაზე 2 კანდიდატის წარდგენა.
დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ კომისიის სამდივნოში, ტელ: 0422 22 20 03.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები