საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

22 ივნისი, 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა აჭარის მუნიციპალიტეტებში ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი ქოუჩინგის კონცეფცია. ქოუჩინგის მიზანია საპილოტე ბაღების საგანმანათლებლო პერსონალის პრაქტიკაში მხარდაჭერა და პერსონალის გაძლიერება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების პრინციპების, ძირითადი მიმართულებებისა და მასთან დაკავშირებული მეთოდოლოგიური საკითხების კუთხით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

პროექტის ფარგლებში შერჩეულია 5 ბაღი ბათუმში და 3 ბაღი ხულოს მუნიციპალიტეტში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, როგორც განათლების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი უწყების, საქმიანობის მიზანია, კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს რეგიონში ადრეული განათლების დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაზრდას და სახელმწიფო სტანდარტების დაცვას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები