შეხვედრა წითელ ჯვართან

22 ივნისი, 2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს ნათია ლოლაძეს და რეგიონალურ წარმომადგენელს ოთარ დავითაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე შეაჯამეს COVID-19 -ის გავრცელების რისკის შესამცირებლად რეგიონში განხორციელებული აქტივობები და დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა საკურორტო სეზონის უსაფრთხო წარმართვასთან დაკავშირებით.

წითელი ჯვრის საზოგადოება 11 საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მოხალისეებისა და ფილიალების ჩართულობით აწყობს სპეციალურ ადგილს ქვეყანაში შემომსვლელთა (ავტობუსის მძღოლები და ა.შ) ტესტირებისათვის. აგრეთვე აჭარაში მცხოვრები ხანდაზმულთათვის დამატებით გამოიყო 200 სასურსათო და ჰიგიენური ამანათი, რომელთა დარიგება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, წითელი ჯვრის მიერ ინტენსიურად ხდებოდა მოხალისეთა გადამზადება. წითელი ჯვრის მიერ გადამზადებულმა მოხალისეებმა, აჭარის მთავრობის დაფინანსებით, 30 ათასამდე ბენეფიციარს გადასცეს სასურსათო კალათები. აჭარაში მოქმედებდა კატასტროფის ეროვნული ცენტრი, რომელიც წითელი ჯვრის მოხალისეებთან ერთად ფუნქციონირებდა. ასევე, აჭარაში წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ გაიცა 1000 ზე მეტი სასურსათო კალათა.

შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები