ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში 11 ჰექტარ ფართობზე მოცვის ბაღი გაშენდა

22 ივნისი, 2020

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის ,,მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის’’- ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, მოცვის ბაღის გაშენება დაფინანსდა.
 
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ  და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ  მოცვის ბაღი მოინახულეს და პირველი მოსავლის კრეფის პროცესს დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ ფერმერი წელს პირველი მოსავლის სახით 10 ტონა მოცვს  ელოდება.   მოსავალი გადის როგორც ექსპორტზე, ასევე რეალიზდება ადგილობრივ ბაზარზე. პროექტის ფარგლებში 3300 ძირი მოცვის ნერგი 1 ჰა-ზე გააშენდა. აგრეთვე, პროექტი ,,დანერგე მომავლის’’ ფარგლებში,  10 ჰა ფართობზე 32 000 ძირი ლურჯი მოცვის ნერგის გაშენება დაფინანსდა. ბაღში 30 ადამიანია დასაქმებული. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები