ქალაქ ბათუმის N23 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

19 ივნისი, 2020

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზნით სამინისტრო ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა და სარეაბილიტაციო სამუშაოები. 
დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან ჯემალ სურმანიძესთან ერთად ქალაქ ბათუმის N23 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა მოინახულა. 
პროექტის ფარგლებში აშენდება 420 მოსწავლეზე გათვლილი შენობა, სადაც განთავსდება საკლასო ოთახები, კაბინეტები, სააქტო და სპორტული დარბაზები, სასადილო, სამედიცინო და კომპიუტერის ოთახები, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო და სხვა სათავსოები. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მოეწყობა ლიფტი.  ტერიტორიაზე მოეწყობა დეკორატიული ფილები და ბეტონის ბორდიურები. ასევე, ტერიტორიის ნაწილი მოპირკეთდება ასფალტბეტონის საფარით. მოეწყობა კორდის საფარი და ადგილები გამწვანებისთვის. შენობის გარე ტერიტორია შემოისაზღვრება ბეტონის საძირკველზე მოწყობილი ლითონის ღობით. 
ქალაქ ბათუმის N23 საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ სკოლებს შორის, რომელიც მზის ელექტროსადგურით აღიჭურვება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442627282930311
452345678
469101112131415
4716171819202122
4823242526272829
4930123456

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები