სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტებში

20 მაისი, 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი ხელვაჩაურისა და ქედის რესურსცენტრების თანამშრომლებს შეხვდა, დირექტორებს გაესაუბრა და მათგან მიიღო დეტალური ინფორმაცია მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში არსებული ვითარების შესახებ. მინისტრმა შეხვედრაზე ზოგადი განათლების მიმართულებით იმ წარმატებული პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს შესთავაზა.

ასევე, შეხვედრაზე მოსწავლეთა შეფასების ახალი მოდელის შესახებაც ისაუბრეს, რომლის თანახმად 2019-2020 სასწავლო წელს განისაზღვრა შეფასების ორი სავალდებულო ფორმა - განმავითარებელი და განმსაზღვრელი. 

მინისტრმა პედაგოგებსა და მშობლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ განათლების სფეროში დასაქმებული სპეციალისტების მიერ გაწეულ საქმეში მნიშვნელოვანია მშობლების როლი, მათი ჩართულობა და ეფექტური კომუნიკაცია.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები