15 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა შეივსო მხატვრული ლიტერატურით

19 მაისი, 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2013 წლიდან საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების შევსებას ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების, საბავშვო, საყმაწვილო, შემეცნებითი ხასიათისა და სხვა სახის ლიტერატურით.

2020 წელს აჭარის ადმინისტრაცულ ტერიტორიაზე არსებულ 15 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში შეტანილია 8560 ცალი სხვადასხვა დასახელების მხატვრული ლიტერატურა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან დაიხარჯა 65210.80 ლარი.

მიმდინარე წელს წიგნადი ფონდით განახლდა:

  • .ბათუმის N23 საჯარო სკოლა;
  • .ბათუმის N27 საჯარო სკოლა;
  • .ბათუმის N29 საჯარო სკოლა;
  • .ბათუმის N2 საჯარო სკოლა;
  • შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის საჯარო სკოლა;
  • შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევის საჯარო სკოლა;
  • ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიას საჯარო სკოლა;
  • ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლა;
  • ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანას საჯარო სკოლა;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლა;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლა;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1საჯარო სკოლა;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლა;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლა;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლა.

2013 - 2020 წლებში აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში 135 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა განახლებულია წიგნადი ფონდით.

 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები