ბათუმის 13 საჯარო სკოლა მზის ელექტროსადგურებით აღიჭურვება

10 მაისი, 2020

ქალაქ ბათუმის 13 საჯარო სკოლა მზის ელექტროსადგურებით აღიჭურვება. სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და ლიეტუვური კომპანია შპს ,,Via Solis"-ის პარტნიორობით შემუშავებულმა პროექტმა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა.

მზის ელექტროსისტემების ჯამური დადგმული სიმძლავრე 327.7 კვტ- შეადგენსპროექტის ჯამური ღირებულებაა 502 667 ევრო (დღგ- გარეშე). პროექტის 20% თანადამფინანსებელია სს ,, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი".

მზის მიკრო ელექტროსადგურების პროექტი სრულად შეესაბამება გაეროს დღის წესრიგის მე-13 მიზანს, რაც ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლების წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარებას.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების კლიმატის ცვლილების შერბილების ვალდებულება, რაც მდგრადი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მოპოვებას, ენერგოეფექტური პროდუქტებისა და მომსახურების მხარდაჭერას გულისხმობს, სრულ თანხვედრაშია არსებულ პროექტთანმზის ელექტროსადგურების პროექტის განხორციელებით სკოლებს მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ელექტროენერგიის გადასახადი.

პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს, პერსონალს და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემათ მეტად შეიცნონ განახლებადი ენერგიის რესურსების სპეციფიკა და შეაფასონ მისი პირდაპირი დადებითი ეფექტები.

იხილეთ ჩამონათვალი:

  • ქ. ბათუმის N 1 საჯარო სკოლა;
  • ქ. ბათუმის N 6 საჯარო სკოლა;
  • ქ. ბათუმის N 8 საჯარო სკოლა;
  • ქ. ბათუმის N 9 საჯარო სკოლა;
  • ქ. ბათუმის N 10 საჯარო სკოლა;
  • ქ. ბათუმის N 13 საჯარო სკოლა;
  • ქ. ბათუმის N 14 საჯარო სკოლა;
  • ქ. ბათუმის N 16 საჯარო სკოლა;
  • ქ. ბათუმის N 17 საჯარო სკოლა;
  • ქ. ბათუმის N 22 საჯარო სკოლა;
  • ქ. ბათუმის N 23 საჯარო სკოლა;
  • ქ. ბათუმის N 28 საჯარო სკოლა;
  • ქ. ბათუმის N 30 საჯარო სკოლა.

 

 



იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
17262728293012
183456789
1910111213141516
2017181920212223
2124252627282930
2231123456

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები