საარქივო სამმართველოში პროფესიული დღესასწაული აღინიშნა

28 თებერვალი, 2020

2020 წლის 28 თებერვალს  საარქივო სამმართველოში ჩატარდა  არქივისტის, ელგუჯა ჩაგანავას დაბადებიდან 70 წლისთავისა და  დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

ღონისძიება საარქივო სამმართველოს  უფროსმა მაია ივანიშვილმა გახსნა და არქივის თანამშრომლების მიერ გაწეულ ღვაწლსა და შრომაზე ისაუბრა.

პროფესიული დღესასწაული საარქივო სამმართველოს  თანამშრომლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა მიულოცა.

არქივისტის დღესთან დაკავშირებით წლის საუკეთესო არქივისტისა და  სანიმუშო ფონდისმცველის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ  მზექალა გირიხიდი  და მედეა გორგილაძე, ხოლო  ელგუჯა ჩაგანავას გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე, საარქივო სამმართველოს მადლობის სიგელები.

ღონისძიებას  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები  ბადრი ნაკაშიძე და აკაკი ძნელაძე ესწრებოდნენ.



იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
14303112345
156789101112
1613141516171819
1720212223242526
1827282930123
1945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები