ახალი სკოლის მოდელის პრეზენტაცია

21 თებერვალი, 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ეკატერინე დგებუაძესთან ერთად „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში რესურსცენტრებისა და რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა. 

შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე დაესწრო. 

მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ შეხვედრაზე განათლების ხელმისაწვდომობაზე, სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარებაზე, საგანმანათლებლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვასა და სკოლების ავტორიზაციის სტანდარტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა რეგიონის საჯარო სკოლებში სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამებისა და პროექტების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრის მონაწილეებმა „ახალი სკოლის“ დანერგვით მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს და მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნის საკითხები განიხილეს.  შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წელს დაიწყო და ამ ეტაპზე აჭარის 5 სკოლაში: ქ. ბათუმის N1, N17 და N20, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №1 და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას №2 საჯარო სკოლებში ხორციელდება.

მთელი საქართველოს მასშტაბით „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულია 165 სკოლა, 34 000 მოსწავლე და 3096 პედაგოგი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
092425262728291
102345678
119101112131415
1216171819202122
1323242526272829
14303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები