„საარქივო დოკუმენტები სტამბოლის ქართული სავანიდან“

17 თებერვალი, 2020

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, გამოფენა სახელწოდებით - „საარქივო დოკუმენტები სტამბოლის ქართული სავანიდან“ გაიხსნა, სადაც საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი საარქივო დოკუმენტები, ფოტომასალა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის სამუშაო ვერსია გამოიფინა. 

ღონისძიებაზე, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მიერ დაიგეგმა, წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი დღემდე უცნობი საარქივო დოკუმენტი სტამბოლის ქართული სავანიდან. ბათუმელი მეცნიერების მიერ მოპოვებული მასალები მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მე-20 საუკუნის 80-იან წლებამდე პერიოდის საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ვითარებას ასახავს. მათ შორისაა საზღვარგარეთ გახიზნული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ამსახველი დღემდე უცნობი მასალები. 

ღონისძიებაზე დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელით დააჯილდოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბსუ-ს ემერიტუს პროფესორი შუშანა ფუტკარაძე, რომლის ღვაწლიც ფასდაუდებელია სტამბოლის ქართულ სავანეში დაცული მასალების შესწავლა-მოპოვების თვალსაზრისით.

გამოფენას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, რეგიონის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსების, სამეცნიერო წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ სიგელები გადასცა მეცნიერებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის შესწავლის საქმეში.

გამოფენის პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც დავით გაბაიძემ და როინ მალაყმაძემ მოაწერეს ხელი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
092425262728291
102345678
119101112131415
1216171819202122
1323242526272829
14303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები