ბათუმი ისრაელში უკვე მეორედ წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

12 თებერვალი, 2020

ისრაელში ბათუმი 2019 წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. წამყვანმა სამოგზაურო ვებგვერდმა lametayel.co.il ბათუმს ეს ტიტული გასული წლის შემდეგ უკვე მეორედ მიანიჭა.

2019 წელს, ბათუმის შესახებ სტატიებზე ვებგვერდ lametayel.co.il-ის მეშვეობით მილიონობით უნიკალურ მომხმარებლებს ჰქონდა წვდომა.
სამოგზაურო გვერდის წარმომადგენლებმა სპეციალური ჯილდო თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამარ კაიკაციშვილს გადასცეს.

პოპულარული სამოგზაურო ონლაინ გვერდი Lametayel მოგზაურობის შესახებ 500, 000 გვერდზე მეტ სამოგზაურო ინფორმაციას მოიცავს და მთავარი გვერდის გარდა ის 10 პატარა ონლაინგამოცემას ფლობს, რომლებიც ცალკეულ ტურისტულ მიმართულებებზეა ფოკუსირებული.

Lametayel-ი ისრაელში მოგზაურობასთან დაკავშირებით Google-ში ყველაზე ხშირად ძებნადი ვებგვერდია. მას ყოველთვიურად საშუალოდ 1,3 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.
 
" სასიხარულოა, რომ ბათუმი უკვე მეორედ დასახელდა ისრაელში წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად. http://lametayel.co.il არის უმსხვილესი სამოგზაურო ვებპორტალი ისრაელში, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი აღიარება. ბათუმისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი ნამდვილად მზარდია ისრაელში. ვიზიტორების რაოდენობა არ წყდება სტენდთან, რომლებსაც აინტერესებთ ყველაფერი ჩვენი ტურისტული მიმართულების შესახებ. ბუნებრივია, ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს აჭარაში ისრაელიდან ტურისტებისა და მოგზაურების რაოდენობა," განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს. გამოფენა 11 თებერვალს გაიხსნა და დღეს დასრულდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
092425262728291
102345678
119101112131415
1216171819202122
1323242526272829
14303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები