გაცრეცილი ფოლიანტები- ბათუმის საზღვრების გაფართოება

12 თებერვალი, 2020

რუბრიკითგაცრეცილი ფოლიანტებიამჟამად წარმოგიდგენთ ქალაქ ბათუმის საზღვრების  გაფართოების 1898 წლის გეგმას. ამ პროექტის მიხედვით  ქალაქი  მოიაზრებოდა აღმოსავლეთით მდინარა ბარცხანამდე, ხოლო დასავლეთით მდინარე ანგისამდე, რომელიც შემდგომ  გვირაბში მოექცა და ამჟამად დაახლოებით ჯავახიშვილ-ჭავჭავაძე-გრიბოედოვის ქუჩების ქვეშ მოედინება და უჩინარდება ზღვაში. მაგრამ ქალაქის ხმოსნებს როგორც ჩანს 1898 წლის 28 სექტემბერს შეტანილი ეს პროექტი არ მოეწონათ და აღარ დაამტკიცეს. ქალაქის სათათბირო მას კვლავ მიუბრუნდა 1899 წლის 15 ოქტომბერს, როდესაც ქალაქის გამგეობამ თავიდან წარმოადგინა ქალაქის გაფართოების პროექტი. ქალაქის საბჭოს, რომელსაც როგორც ჩანს სწორედ  გეგმაში გათვალისწინებული ბათუმის  მაშტაბები აღარ აკმაყოფილებდა, შეუქმნია კომისია რომელმაც კიდევ უფრო გააფართოვა ქალაქის საზღვრები: დასავლეთით ის ნაცვლად მდინარე ანგისისა (გრიბოედოის ქუჩა) გაიზარდა მდინარე მეჯინისწყლამდე (ჟილინის საშრობი არხის გასწვრივ),  სამხრეთ-დასავლეთით, მეჯინისწყლის ქვის ხიდიდან დაწყებული მდინარე ურეხის გაყოლებაზე , ხოლო აღმოსავლეთით ნაცვლად მდინარე ბარცხანისა, მდინარე ყოროლისწყლამდე. რუკაზე კარგად ჩანს  როგორც 1898 წელს განზრახული ასევე, საბოლოოდ, ქალაქის საბჭოს მიერ 1899 წლის 15 ოქტომბერს დამტკიცებული საზღვრები.

ამჟამად, მოგეხსენებათ, ბათუმი გაცილებით უფრო ვრცელ საზღვრებშია მოქცეული მაგრამ მაშინ, აჭარის დედასამშობლოსთან შემოერთებიდან ათი წლის შემდგომ, ქალაქის ზრდა და განვითარება აშკარად თვალშისაცემი იყო.

(რუკის გასადიდებლად დააწკაპუნეთ სურათზე)

 ფრიდონ ქარდავა- აჭარის საარქივო სამმართველო, უფროსი სპეციალისტი

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
091234567
10891011121314
1115161718192021
1222232425262728
132930311234
14567891011

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები