სოფლის ექიმები და ექთნები ხელფასზე დანამატს 2020 წელსაც მიიღებენ

14 იანვარი, 2020

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებსა და ექთნებზე სახელფასო დანამატს  2020 წელსაც გასცემს.

უწყება სოფლის სამედიცინო პერსონალის სოციალური უზრუნველყოფისპროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას - 300 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისათვის 150 ლარის ოდენობი. ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას - 150 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისათვის 100 ლარის ოდენობით.

ჯამში დანამატს 107 ექიმი და 110 ექთანი მიიღებს.

პროგრამის მიზანია სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება, ასევე, სოფლის მოსახლეობის უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურეობით უზრუნველყოფა.

2020 წელს პოგრამის ბიუჯეტი 429 600 ლარით განისაზღვრება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები