რა იგეგმება აჭარაში წინასაახალწლოდ?!

24 დეკემბერი, 2019


ბათუმი ახალი წლისთვის საგანგებოდ ემზადება. წელს, საახალწლო ღონისძიებების ეპიცენტრმა ევროპის მოედნიდან საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით გაფორმებულ ბათუმის ბულვარში გადაინაცვლა. განსაკუთრებულად მოირთო ბულვარის შუა ხეივანი, სადაც დეკორატიული ბუჩქები საახალწლო სასაჩუქრე ფორმის სანათებით შეიფუთა. საახალწლო სამზადისი ბათუმში დასრულდა და საახალწლო განწყობაც ქალაქში უკვე იგრძნობა.

ბათუმსა და ქობულეთში მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში დღეს აინთება, რითაც სტარტს აიღებს მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებები. ზღაპრულად მორთული ბულვარი საახალწლო ღონისძიებებს 25 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს, ქობულეთში კი კონცერტები 1 იანვრამდე გაგრძელდება. ზამთრის ფესტივალს უმასპინძლებს კურორტი გოდერძიც, სადაც 28 დეკემბერს ტურისტებს საინტერესო მუსიკალურ და გასართობ პროგრამას შესთავაზებენ.

კურორტ გოდერძის ფესტივალის, ბათუმისა და ქობულეთის საახალწლო პროგრამების ნახვა  შემდეგ ლინკზეა შესაძლებელი - http://newyear.gobatumi.com/index.html.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები