თორნიკე რიჟვაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა

09 დეკემბერი, 2019

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად დღეს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეწვია.

თავმჯდომარემ დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ საგზაო დეპარტამენტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულებისა და განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი  54, 216 კილომეტრის სიგრძის გზაზე მოეწყო. აშენდა 19 ახალი ხიდი და 284 ხელოვნური ნაგებობა. მოეწყო 118 კმ. სიგრძის ბეტონის საფარი. 

2020 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 64 მილიონი ლარი დაიხარჯება. გათვალისწიებულია 14 ახალი ხიდის მშენებლობა და 199 კილომეტრი გზის საფარის მოწყობა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
231234567
24891011121314
2515161718192021
2622232425262728
27293012345
286789101112

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები