დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

09 დეკემბერი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ სსიპ გიორგი შაინიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის დაწყებითი კორპუსის მშენებლობა მოინახულეს.
დაბა ოჩხამურში აშენდება ერთსართულიანი შენობა, სადაც განთავსდება ოთხი საკლასო ოთახი და მცირე სპორტული დარბაზი. 
სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის.
მშენებლობის დროს დაცულია უსაფრთხოების ნორმები.
მშენებლობა განხორციელდება ეკოლოგიურად სუფთა მასალით. ამ ეტაპზე განხორციელდა ძველი ხის შენობის დემონტაჟი, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა არსებულ სტანდარტებს. 
 დასრულებულია ახალი შენობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები