ქობულეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები

08 დეკემბერი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას.

წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და სრულდება 20 საჯარო სკოლის სრული და ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიმდინარეობს 8 საჯარო სკოლის და 2 სპორტული დარბაზის მშენებლობა.

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერ მირიან ქათამაძესთან და მინისტრის პირველ მოადგილესთან ჯემალ სურმანიძესთან ერთად ქობულეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ქობულეთის N6 სკოლაში ხორციელდება სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ განხორციელდა ფასადის სრული რეაბილიტაცია, ფასადი შეიფუთა თუნუქისა და ალუმინის ფილებით. ეზოში დაეგო რკინა-ბეტონის ფილა. ასევე, კეთილმოეწყო სპორტული დარბაზი. მიმდინარეობს ხელოვნურ საფარიანი ღია მოედნის მოწყობა.

სამუშაოების ღირებულება შეადგენს 395 000 ლარს. სამუშაოებს აწარმოებს შპს ალიგატორი 1. სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები