ბათუმის დელფინარიუმი სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს მასპინძლობს

09 დეკემბერი, 2019

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, ბათუმის დელფინარიუმი სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს რეგულარულად მასპინძლობს. ბათუმის დელფინარიუმთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შოუს უსასყიდლოდ ამჯერად, ქალაქ ბათუმის N22 საჯარო სკოლის 60 მოსწავლე დაესწრო. მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნავს ბათუმის ავტოტრანსპორტი და აჭარის საპატრულო პოლიცია. პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მრჩეველი თეა დავითაძე ხელმძღვანელობს. აღნიშნულ წამოწყებას ექნება რეგულარული ხასიათი და მასში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები