საზღვაო აკადემია ახალი ლაბორატორიით აღიჭურვა

07 დეკემბერი, 2019

საქართველოს პრემიერ მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის განახლებული სამანქანე განყოფილების ლაბორატორია დააათვალიერეს. ლაბორატორია აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 500 000 ლარით დაფინანსდა.

სამანქანე განყოფილების ლაბორატორიის შენობა განახლდა, აღიჭურვა შესაბამისი დანადგარებით და შესაბამისობაში მოვიდა თანამედროვე გემების სამანქანო განყოფილებასთან. განახლდა ელექტროტექნიკის, პნევმატიკის, ჰიდრავლიკის და ელექტროავტომატიკის (FESTO) ლაბორატორიები. აკადემიის სტუდენტებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა, თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში ჰიდრომელიაციური ტექნიკუმის ისტორიულ შენობაში განთავსდება. 2021 წელს ფოთს საკუთარი საზღვაო აკადემია ექნება - პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახსრები პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოიყო.

1000-მდე სტუდენტზე გათვლილ სასწავლებელში 250-მდე ადამიანი დასაქმდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები