შეხვედრა ADB-ის გენერალურ დირექტორთან

05 დეკემბერი, 2019

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახლად დანიშნულ გენერალურ დირექტორთან შეინ როზენტალთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი პროექტები გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. 

ADB-ისა და საქართველოს თანამშრომლობის სტრატეგიის შესაბამისად, ბანკის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს გზების, ენერგო სექტორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურა და მომსახურება. 

საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორად შეინ როზენტალი 2019 წლის შემოდგომაზე დაინიშნა. ბოლო წლებში როზენტალი ADB-ს წარმომადგენლობას სომხეთში ხელმძღვანელობდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები