თორნიკე რიჟვაძე და ლევან დავითაშვილი ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის და საწარმოს მუშაობას გაეცნენ

02 დეკემბერი, 2019

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ტიტე აროშიძესთან ერთად ბათუმში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბს ეწვია და ციტრუსის სეზონის მიმდინარეობას გაეცნო. 

თორნიკე რიჟვაძემ მინისტრებთან ერთად ასევე დაათვალიერა ქობულეთის ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო. მთავრობის თავმჯდომარემ მიმდინარე სეზონი შეაჯამა და აღნიშნა, რომ წლევანდელი რთველი წარმატებულია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ყველა გლეხმა შეძლოს მაღალი ხარისხის და ასევე, არასტანდარტული მანდარინის რეალიზება. 

„ციტრუსთან დაკავშირებით უკვე ყოველწლიურად ტრადიციულად მუშაობს საკოორდინაციო შტაბი, რომელშიც გარდა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა, ჩართული არის მთელი რიგი სახელმწიფო უწყებები. წელს ჩვენ გვაქვს საკმაოდ წარმატებული რთველი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველა უწყება მობილიზებულად მუშაობდეს, რადგან ყველა გლეხმა, ყველა ფერმერმა შეძლოს რეალიზება. ასევე, არ უნდა გვქონდეს შეფერხებები არასტანდარტული მანდარინის რეალიზების მიმართულებით“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.  

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, საერთო მოსავალი 55 000 ტონას შეადგენს. ძირითადი ნაწილი საექსპორტოდ გამზადდება. უკვე გატანილია 7 900 ტონა ციტრუსი. შარშანდელთან შედარებით წელს მოთხოვნა და ფასები გაზრდილია, ხოლო საექსპორტო ქვეყნებს დაემატა ლიეტუვა, სინგაპური და ყატარი. ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, სლოვენია და ყაზახეთი.  

მოსავლის დაბინავებასა და რეალიზაციას კოორდინაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს. აჭარაში, დღევანდელი მდგომარეობით, ციტრუსის ჩაბარების მიზნით 21 შემფუთავ-დამახარისხებელი საწარმო ფუნქციონირებს, რომელთაგან ორი მიიღებს და გადაამუშავებს არასტანდარტულ მანდარინსაც.

 დღევანდელ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები