აჭარის მთავრობა ხანძრით დაზარალებული ოჯახების ფინანსურ დახმარებას ზრდის

29 ნოემბერი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ხანძრით დაზარალებული ოჯახების ფინანსურ დახმარებას ზრდის. ამიერიდან სახლის სრულად განადგურების შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 15 000 ლარი გამოეყოფა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივ განადგურების შემთხვევაში 10 000 ლარი.

საკითხზე აჭარის მთავრობის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და დადებითად გადაწყვიტეს. ცვლილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N-14 დადგენილებაში აისახება, რომელიც არეგულირებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესს.

2019 წელს, აჭარის ა/რ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება 22 ოჯახს გაეწია, გამოყოფილმა თანხამ 197 843 ლარი შეადგინა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები