სპორტული შეჯიბრი მოსწავლეთა შორის დასრულდა

29 ნოემბერი, 2019

წელს პირველად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და მოსწავლეთა ფიზიკური აქტივობის სტიმულირების მიზნით მაგიდის ჩოგბურთსა და მძლეოსნურ გეზრბენში სპორტული შეჯიბრება ჩატარდა.

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში რესურსცენტრების ხელშეწყობით ჩატარდა შესარჩევი ტურები.
თითოეული მუნიციპალიტეტიდან შერჩეული იქნა ერთი გუნდი  მაგიდის ჩოგბურთში და ერთი გუნდი გეზრბენში. 

შეჯიბრის მესამე (დასკვნითი) ტური  მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლაში და  გეზრბენში - ღია ცის ქვეშ ,ზღვისპირა ბულვარის სარბენ ბილიკზე.
მაგიდის ჩოგბურთში საპრიზო ადგილზე გავიდნენ სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ვაშლოვნის საჯარო სკოლის გუნდი და სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის გუნდი.
გეზრბენში პირველობა არავის დაუთმო სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის გუნდმა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები