კონტაქტურ კარატეში გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა

28 ნოემბერი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილის მფლობელებს შეხვდნენ. 

მინისტრის მოადგილემ სპორტსმენებს წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ ჩვენი რეგიონის სპორტსმენებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა, რაც ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას და ასევე წარმოაჩენს რეგიონს საერთაშორისო ასპარეზზე.

საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებსა და დიდებს შორის კონტაქტურ კარატეში 2019 წლის 23-24 ნოემბერს ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობდა 250 სპორტსმენი 12 ქვეყნიდან, მათ შორის აჭარიდან წარდგენილი იყო 9 სპორტსმენი, რომელთა შორის 8 სპორტსმენმა საპრიზო ადგილი მოიპოვა:

 დათა ფუტკარაძე - 70კგ - 16-17 წლიანი - I ადგილი  ემილ კახიძე 80 კგ - 16-17 წლიანი - II ადგილი  დავით მსხალაძე - I ადგილი  ხვიჩა მახაჩაძე - ახალგაზრდები - 70 კგ - II ადგილი  მინდია მგელაძე - I ადგილი  ლაშა შანთაძე - 21 ახალგაზრდები - 80 - III ადგილი  ედგარ უსტიანი + 21დიდები - 80 კგ I ადგილი  ლევან ცინცაძე - დიდები - II ადგილი

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები