ინფექციური პათოლოგიის განახლებული რეგიონული ცენტრი ბათუმში

22 ნოემბერი, 2019

ბათუმში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის განახლებული რეგიონული ცენტრი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ორგანიზაცია TIKA-ს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის მოსახლეობას ქონდეს წვდომა ხარისხიან მომსახურებაზე. ეს ინფექციური რეგიონული ცენტრი, თავის სიტყვას იტყვის ჯანდაცვის სისტემაში, ხარისხიანი სერვისების მიწოდებით და კიდევ უფრო მეტად იქნება ჩვენი რეგიონის მოსახლეობაზე ორიენტირებული“-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის შპს სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო. 50 საწოლზე გათვლილი თანამედროვე რეგიონული კლინიკა შესაბამისი უახლესი აპარატურით აღიჭურვა და მოეწყო საოფისე ავეჯით.

პროექტის ფარგლებში ცენტრის სამედიცინო პერსონალის ცოდნის ამაღლების მიზნით 18 ექიმი და 20 ექთანი, ინფექციონისტები, რადიოლოგები და ლაბორატორიის თანამშრომლები თურქეთიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა გადაამზადეს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, თურქეთის გენერალური კონსული ქ. ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე, TİKA-ს თბილისის კოორდინატორი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები