მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები დაიწყო

02 ნოემბერი, 2019

დღეს, პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების კომპეტენციის დადასტურების გამოცდები დაიწყო. ბათუმში ორი საგამოცდო ცენტრია გახსნილი პირველ და მეათე საჯარო სკოლებში, სადაც 3 350-მდე მასწავლებელია რეგისტრირებული.

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების პროცესი პროფესიული უნარების ტესტირებით დაიწყო.

დღეს, ბათუმის საგამოცდო ცენტრებში გამოცდების მიმდინარეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი გაეცნო და პედაგოგებს წარმატებები უსურვა.

გამოცდები ტექნიკურად გამართულ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები