საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია GDSC - 2019

06 ნოემბერი, 2019

დღეს ბათუმში ,,საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ (GDSC) ოფიციალურად გაიხსნა. კონფერენციის გახსნაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მიიღო მონაწილეობა. მე-13 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძემ ქვეყანაში და რეგიონში კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

,,თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წლებია მნიშვნელოვანი პლატფორმაა რეგიონალური, გლობალური უსაფრთხოების და თავდაცვის კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს პარტნიორებთან ერთად დავძლევთ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელიც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციასთან დაკავშირებით.

მოხარული ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კონფერენცია იმართება ბათუმში, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული, ლოჯისტიკური და ეკონომიკური ცენტრი აღმოსავლეთის და დასავლეთის გზაჯვარედინზე, სამხრეთს და ჩრდილოეთს შორის'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბოლო 13 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება.

კონფერენცია აერთიანებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც უსაფრთხოების გარემოს წინაშე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით ერთმანეთს ხედვებს გაუზიარებენ.

კონფერენციაში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

რიგით მე-13 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ (GDSC) 7 ნოემბერს დასრულდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები